BATUMI SUMMER SET

BATUMI SUMMER SET 2013

ბათუმის საოცრებათა პარკში 22, 23 და 24 აგვისტოს ფესტივალი Batumi Summer Set გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია "მთვრალი ალუბალია", რომელიც ქართველი მუსიკოსების გარდა, ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებს მოიწვევს.
ფესტივალს დანიური პროექტი Laid Back გახსნის. 23 აგვისტოს მსმენელის წინაშე დანიური ბენდი Sleep Party People წარდგება. ღონისძიების ბოლო დღეს კი ბრიტანული ბენდი Faithless დაუკრავს.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში შეეძლებათ.

კომენტარები