ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ჩემს მთავრობას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და ტოკშოუების წამყვანებს ხვდება. მისი განცხადებით, ერთი წლის მანძილზე, ახალმა ხელისუფლებამ დაპირებები გადაჭარბებით შეასრულა. პრემიერის თქმით, მის მთავრობას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია.

"მოვედი, რომ მოგახსენოთ, რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები