საგანგებო მდგომარეობა აშშ-ში

ვაშინგტონის მოსაზღვრე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საწარმო, საიდანაც მდინარეში ტოქსიკური ნივთიერება ჩაიღვარა
AP

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შტატის გუბერნატორთან ერთად დედაქალაქ ვაშინგტონის მოსაზღვრე დასავლეთ ვირჯინიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი ერთ-ერთი საწარმოდან მდინარეში ტოქსიკური ნივთიერების ჩაღვრა გახდა.

სააგენტო AP-ის ცნობით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის მდინარე Elk-ში ჩაღვრილი მეთილციკლოჰექსანის ზუსტი რაოდენობა.

სპეციალისტთა თქმით, ტოქსიკური ნივთიერება განსაკუთრებით საშიში არ არის, თუმცა, მან ადამიანს ზიანი შესაძლოა მიაყენოს გადაყლაპვის, ან ჩასუნთქვის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ მიმდებარე 9 დასახლების 100 000 მოსახლე გააფრთხილა, რომ დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად ან დასაბანად ნუ გამოიყენებენ ონკანის წყალს, რადგან გაზრდილია ტოქსიკურობა.

მომხდარის გამო შტატის ხუთ დასახლებაში სკოლები დროებით დაიხურა.

კომენტარები