ვითარება უკრაინაში

უკრაინის პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გადადგა

wikipedia.org

უკრაინის პრემიერმინისტრი ნიკოლაი აზაროვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ერთიანობის შენარჩუნებაა და არა რომელიმე პირის პირადი გეგმები თუ ამბიციები. აზაროვის თქმით, ქვეყანაში შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია უკრაინის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას საფრთხეს უქმნის.

აზაროვი ასევე აღნიშნავს, რომ მისი გადადგომა საერთო საზოგადოებრივი კომპრომისის მიღწევისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

კომენტარები