მერიის თანამშრომელთა დაკითხვა

ახვლედიანი: სავარაუდოდ, საგამოძიებო სამსახური სითი პარკის საქმეზე დამკითხავს

timer.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრს მამუკა ახვლედიანს და მერიის გამწვანების სამსახურის უფროსს გიორგი ქორქაშვილს კითხავენ. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის დაკითხვის თემატიკა უცნობია. ახვლედიანის ვარაუდით, საგამოძიებო სამსახური სითი პარკის საქმით ინტერესდება.

"უწყებაში არ არის მითითებული თუ რისთვის ვარ დაბარებული. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, საგამოძიებო საქმიანობა ორ თემასთან დაკავშირებით ხორციელდება მერიასთან მიმართებაში. ეს არის თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი სამეთყავლყურეო საბჭოები და სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება. სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც მე თბილისის მერიაში არ ვმუშაობდი. სავარაუდოდ, დამკითხავენ სითი პარკთან დაკავშირებით, რადგან როდესაც მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, მე ვიყავი თბილისის ვიცემერი" - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – ძველი თბილისის თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა..

დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მერიის კიდევ 3 თანამშრომლის დაკითხვა იგეგმება.

კომენტარები