შეხვედრა ექსპერტებთან

გიორგი მარგველაშვილი ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებს ხვდება. პრეზიდენტი ექსპერტებთან უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ასოცირების ხელშეკრულებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. შეხვედრას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება, 20-მდე ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრება.

"ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად თანმიმდევრულია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რამდენად აქტიური და საკმარისად აქტიურია. ასევე, შიდაპოლიტიკური პროცესები რამდენად უწყობს ხელს იმ საფრთხეების თავიდან არიდებას, რაც დღეს საქართველოს აქვს. შეუდარებელია საერთაშორისო თანამეგობრობის და რუსეთის სიძლიერე, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ აქამდე მიეცა რუსეთს ამ ბლეფის პრაქტიკულად განხორციელების საშუალება. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთს არ გაუვა ასეთი პოლიტიკა არც უკრაინაში, საბოლოო ჯამში, არც საქართველოში და არც რეგიონში, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს მოდუნების საშუალებას", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა ელენეხოშტარიამ შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები