საქართველოს პარლამენტი

29 მაისს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

29 მაისს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ჩატარდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარული სხდომა 29 მაისს, 14:00 საათზე დაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი პლენარული სხდომა მხოლოდ კენჭისყრებს მიეძღვნება. დეპუტატები კანონპროექტების განხილვას არ აპირებენ.  პარლამენტი პირველი მოსმენით მიიღებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან აკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. ასევე კენჭს უყრის საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც გარკვეული სოციალური ჯგუფების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

ამ სხდომის შემდეგ, დეპუტატები არჩევნებამდე პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას შეაჩერებენ.

ცნობისთვის, 16 მაისის პლენარული სხდომა ისე დამთავრდა, რომ დეპუტატებმა განხილულ საკითხებს კენჭი ვერ უყარეს. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო.

კომენტარები