ასოცირების შეთანხმება

27 ივნისს, კონცერტზე, მოსახლეობას სიტყვით პრეზიდენტი და პრემიერი მიმართავენ

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განუცხადა.

"27 ივნისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა ჩვენი ურყევი ნებაა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 20.30 საათზე ჩვენ გავმართავთ კონცერტს თბილისში, ევროპის მოედანზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ცნობილი მომღერლები, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობენ, ასევე, ქართველი ვარსკვლავები. დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რაც ხელშეკრულების დღეს თან სდევს", - აღნიშნა ნინო კობახიძემ და დასძინა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებული დელეგაცია შეუერთდება ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტს.

"კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი", - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

კომენტარები