მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

"გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობენ მთავარ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები