ე.წ. გასაღების თემა

ტუღუში: ე.წ. გასაღების თემაზე კონსენსუნსის მიღწევა რთული იქნება

კონსენსუნსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები რთული იქნება - ამის შესახებ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წარმომადგენელმა, გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

ტუღუშის თქმით მოლაპარაკებების ფარგლებში არაფერი პრინციპული ამ ეტაპზე არ შეცვლილა.

"ჩემი აზრით, ძალიან ძნელი იქნება შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ მხარეები, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ, ჯერჯერობით ისევ თავიანთ პოზიციაზე რჩებიან. არაფერი პრინციპული ამ ეტაპზე არ შეცვლილა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძნელი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით ამ თემაზე სასაუბროთ სექტემბრის ბოლოს უცხოელ ექსპერტებს ელიან.

"დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უცხოელი ექსპერტების ვიზიტს, რომლებიც არიან ამ სფეროში აღიარებული. მათი მონაწილეობით 24-25 სექტემბერს შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობთ, ექსპერტების პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რომ გახდეს ნათელი, სად უნდა ინახებოდეს ე.წ. გასაღები. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ის მოდელი, რაც არის დღეს. როგორი ლამაზი სქემებიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, რისკები იქნება ძალინ დიდი, რომ მივიღოთ იგივე ვითარება, რაც ადრე იყო", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

თბილისში, პარლამენტში დღეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომენტარები