აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი და სომხეთი თვითმფრინავის ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ

0 კომენტარი
ფოტო: AFP

აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხური სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ამსახველი სამოყვარულო ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. მი-24 ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს როგორც ბაქო, ასევე ერევანი ადასტურებს. სომხური მხარის ცნობით, ინციდენტის შედეგად ე. წ. ყარაბაღის არმიის სამი ოფიცერი დაიღუპა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო სივრცე ოკუპირებული ტერიტორიის თავზე დახურულია და სომხური ავიაციის ფრენა ამ ზონაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის აქტია. ბაქო ასევე აღშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხური ძალების მსხვილმასშტაბიანი წვრთნების გამო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამხედროს, რომელმაც ვერტმფრენი ჩამოაგდო, ჯილდო გადასცა. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო უწყებამ აზერბაიჯანელი სამხედროების ქმედება მკაცრად დაგმო და მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა უწოდა. ერევანი აცხადებს, რომ ბაქო მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლას ცდილობს და სიტუაციის გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები