ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: EBRD-ის ღონისძიების ჩატარება ხადურის უწყების დიდი წარმატებაა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

EBRD-ის ღონისძიების ჩატარება ხადურის უწყების ძალიან დიდი წარმატებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე დღეს პროკურატურისა და შსს-ს რეფორმებს გაინიხილავენ.

"ჩვენ ეს ორი კანონპროექტი უნდა გადავგზავნოთ პარლამენტში და შემდეგ დაიწყება აქტიური განხილვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი დანაპირები წინასაარჩევნოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა 2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამაში დიდი როლი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს მიუძღვის.

პრემიერის განცხადებით, EBRD-ის ღონისძიება უპრეცედენტო იყო და ეს ნოდარ ხადურის და მისი გუნდის მიღწევაა. ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გელა ხანიშვილს გადაუხადა.

ღარიბაშვილმა წლის ბოლომდე დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

"წელს გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოცანი ღონისძიებები, როგორიც არის უეფას თასი. ასევე შავი ზღვის ბანკის ყოველწლიური შეკრება. შემოდგომაზე გვაქვს აბრეშუმის გზის ფორუმი, ეს იქნება პირველი ფორუმი. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის. ასევე ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის არის მართლაც მნიშვნელოვანი, უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობები. ასე რომ, მე მინდა, ყველას მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი მთავრობის წარმატება და ზოგადად ჩვენი ხელისუფლების", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები