თალიბანი

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას თალიბანის 4 მებრძოლი ემსხვერპლა

Allauddin Khan / AP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის მებრძოლთა და უშიშროების ძალებს შორის შეიარაღებულ შეტაკებას თალიბანის 4 მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანელი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებული შეტაკება რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეტაკებისას სამოქალაქო პირები არ დაზარალებულან.

თალიბანის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანი ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილის სასტუმრო იყო. მათი თქმით, ეს სასტუმრო მათ სამიზნედ იმიტომ იქცა, რომ იქ უცხოელი დამპყრობლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები