კალაძე: რუსთავი 2-ის მოწოდებები შესაძლოა, რაღაც ჯგუფებმა დაპირისპირებად აღიქვან

ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2-ში მუშაობს და ასევე, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება, გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს რაღაც დაპირისპირებასთან და ეს ყველაფერი რომ აცილებული იქნას თავიდან, ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული [სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიების დაწყება]. ვფიქრობ, ნებისმიერმა სახელმწიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიების დაწყებაზე.

კომენტარები