თეორემა

ჩერგოლეიშვილი: წულუკიანი ივანიშვილის ხუშტურების ასრულებით არის დაკავებული

საერთაშორისო კონსენსუსია იმაზე, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა გადაარჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ იმ ზომამ, რომელიც მიიღო რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მთავრობის ყველა წევრმა იცის, რომ რუსთავი 2-ის შესახებ საკითხის ასე გადაწყვეტამ გადაარჩინა საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა ევროპასთან. ამ დროს ივანიშვილის ხუშტურების ასრულებით არის დაკავებული უპასუხისმგებლო იუსტიციის მინისტრი და თავს ესხმის საკონსტიტუციო სასამართლოს. 

თქვა ჩერგოლეიშვილმა ტაბულას ეთერში.

კომენტარები