NDI-ის ანგარიში

თურმანიძე: ადამიანები ნამდვილად რეაგირებენ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ ადამიანები ნამდვილად რეაგირებენ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, ის რასაც ჩვენი კვლევა აჩვენებს, არის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების აღქმა. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე რეალური ეკონომიკური გაუარესება. აღქმაც ისეთივე მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს არ ეფუძნებოდეს რეალურ ეკონომიკურ გაუარესებას, როგორც რეალური ეკონომიკური პრობლემები. თუმცა, ეს არის თუ არა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში, უკვე პოლიტიკოსების და სხვა ანალიტიკოსების მსჯელობის საგანია, მაგრამ ერთი დასკვნა ნამდვილად სახეზეა, რომ ადამიანების მოსაზრებები, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ამ მოსაზრებების წყარო, არის მნიშვნელოვანი და ვინც ამას არ გაითვალისწინებს, ალბათ შესაბამის შედეგსაც უნდა ელოდოს არჩევნების დროს.

CRRC საქართველოს წარმომადგენელი კობა თურმანიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, NDI-ის კვლევების შესახებ.

კომენტარები