NDI-ის ანგარიში

NDI: ოცნების მხარდამჭერთა 1/3 არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა EU-ს წევრობისთვის ყველაფერს აკეთებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერს აკეთებს. 

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 28% თვლის, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. მათი უმრავლესობა 55-ს ზემოთ ასაკის არიან. 

სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით,  კვლევა 1 032 დასრულებული ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

NDI-ის ცნობით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კომენტარები