NDI-ის ანგარიში

მდინარაძე: NDI-ის მონაცემები პროპორციულად ზუსტად იგივე გამოდის, რაც GORBI-მ აჩვენა

თუ შევხედავთ NDI-ის კვლევით გახმოვანებულ მონაცემებს, რომელიც ველზე უზრუნველყო, ანუ საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-მა, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, ვისთან დაკავშირებული კომპანიაც არის. რადგან NDI კვლავ უკვეთავს CRRC-ის, მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეული პროცენტის ცდომილებისა, კი ბატონო, ვიკამათოთ ამის ფარგლებში და ეს კამათი ჩვენი მხრიდან მოიცავს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, რაც არ უნდა აქაც გასაკვირი იყოს, თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ, ვინც პასუხის გასცა კითხვაზე, რომელი პარტიაა მისი ფავორიტი პარტია, მსგავსი კითხვა იყო დასმული, ხო, აქ პროპორციის მიხედვით გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც იმედმა რამდენიმე დღის თუ კვირის წინ გამოაქვეყნა, GORBI-ს კვლევას ვგულისხმობ. ანუ, თუკი 19% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55%-მდე, ვინც დააფიქსირა პოზიცია, ამბობს, რომ ქართული ოცნება, დანარჩენი ამბობს დანარჩენ ოპოზიციას.

თქვა პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ ქართული ოცნების ბრიფინგზე.

კომენტარები