NDI-ის ანგარიში

NDI: თითქმის ყოველ მე-6 მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში ოჯახის წევრი, რომელიც ფულს უგზავნის

atmit.net

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

გარდა ამისა, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით,  კვლევა 1 032 დასრულებული ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

NDI-ის ცნობით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კომენტარები