NDI-ის ანგარიში

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 60%-მა არ იცის ვის ან არავის მისცემდა ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არავის მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, 60%-მა არ იცის ან არ ასახელებს არცერთ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს.

NDI-ს კვლევის მიხედვით, ცალკეული პარტიების მხარდამჭერთა ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. მოსახლეობის 20% თვლის, რომ ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 5% თვლის, რომ ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა.

ამასთან, მოსახლეობის 67%-მა არ იცის ან არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა და 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 

კომენტარები