არჩევნები 2016

თარგამაძე: გამოძიება უნდა გაგრძელდეს ტერორიზმის მუხლით

მუხლის გადაკვალიფიცირებას ჩვენ ზოგადად ვითხოვთ. ეს გამომძიებლები არ არიან კომპეტენტურები ამ საკითხში, გადაწყვეტილება მათმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ტერორიზმის მუხლს თუ წაიკითხავთ, თავისთავად, მთლიანად ჯდებოდა ეს სიტუაცია იმ მუხლში. სხვა მხრივ, შევთანხმდით, რომ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მზად ვარ ნებისმიერ დროს გავაგრძელო თანამშრომლობა... მე არ შემიძლია ასეთი კონკრეტული ეჭვი მქონდეს [დამნაშავეზე], ზოგადად, პოლიტიკურად რასაც ვიძახი იმ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლიდანაც ეს წლებია ძალადობა მომდინარეობს, ეს პოზიცია ცნობილია. მაგრამ ამას მე კონკრეტული პროცესუალური მოქმედებების დროს, როგორც კონკრეტულ ეჭვად ვერ დავაფიქსირებ. გამოძიების საპოვნელია ის დეტალები, რომელიც ამა თუ იმ ხაზზე გაიყვანს

თქვა გივი თარგამაძემ, მას მერე, რაც ორ-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამომძიებლებმა მისი ბინა დატოვეს

კომენტარები