ლგბტ უფლებები

კალაძე: ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა

მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ლგბტ ადამიანების მიმართ გურამ კაშიას მხარდაჭერაზე. ნეტგაზეთმა კალაძეს ჰკითხა, უჭერს თუ არა გურამ კაშიას ნაბიჯს და მიაჩნია თუ არა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. ცნობისთვის, გურამ კაშიამ LGBT ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა და თქვა, რომ ამას არ ნანობს.

კომენტარები