სპეცოპერაცია

თალაკვაძე: აპელირება იმაზე, თუ რომელი ტერორისტი რა გვარია, მეორეხარისხოვანია

კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე თუ რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან პასპორტი ქონდა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენება, რომლის მაგალითებიც და საყრდენი ცენტრებიც არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ ტერაქტებს ქონდათ ადგილი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ აქ ვერ ვხედავთ!  მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი, გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა იმ ადამიანების მისამართით.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკავაძე ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებაზე

კომენტარები