საზოგადოებრივი მაუწყებელი

კობახიძე საზმაუზე: ვეტოს დავძლევთ, გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი

საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა ვეტოსთან დაკავშირებით არგუმენტებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი. ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ.

ამ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად გამოხატონ პოზიცია. მათ ექნებათ ამის საშუალება. რაც შეეხება თავისუფალ კენჭისყრას, თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება.

პირველი არხის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, GPB შეძლებს იმაზე მეტი რეკლამის მოზიდვას, რისი უფლებაც ამჟამად აქვს.

კომენტარები