საქართველოს პარლამენტი

მათიკაშვილი: სააკაშვილი გრძელია, სიგრძით ამაყობს ის, რაზეც გულმოდგინედ საუბრობდა

მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის უღირს და სამარცხვინო განცხადებებს და გამოსვლებს, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა გუშინ.

პირველ რიგში, სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებებში.

კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 6 წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა.

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონს, პუტინს".

კომენტარები