საქართველოს პარლამენტი

კობახიძე გოცირიძეს: ევროპა და ნატო ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან

მოგიწოდებთ, რომ ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც თქვენი მხრიდან წარიმართება ქალბატონი კანდიდატის მიმართ, არც კაცობა, არც რაღაცა, არაფერი არ შეიძლება ამას ეწოდოს რაც ხდება დღეს იმ შავი პიარის სახით, რომელიც ღიად წარმოებს "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, ეს პირდაპირ ჩანს. ევროპა და ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთან ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან.

ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბოუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, რომან გოცირიძეს უთხრა.

კომენტარები