2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ვაშაძე: არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ არ მამოქმედებს

სასაცილოა, რომ ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს იმიტომ, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის. ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოქმედებს. აიღეთ ჩემი ინტერვიუები 2012 წლიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას - არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაცაა და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რაიმე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატისას ჟურნალისტიკის კითხვას რევანშისტული რიტორიკის შესახებ ასე უპასუხა.

კომენტარები