ბესელია: არასწორია, რომ ყველა ვინც მოსამართლეების სიას ეწინააღმდეგება, მტრად ჩაითვალოს

ვისაუბრეთ გუშინდელ განცხადებაზე, მე და რამდენიმე ჩემს კოლეგას გვქონდა განსხვავებული მოსაზრება, ჩვენ ვთქვით რატომ არ ვეთანხმებოდით ამ განცხადების სულისკვეთებას.

მე მიმაჩნია რომ ნებისმიერმა იურისტმა, რომელსაც ელემენტარულად მაინც წარმოდგენა აქვს რა არის სამართლის ფილოსოფია, იცის, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება ერთი შტო, საპარლამენტო ორგანო ასე ღია გზავნილებს აგზავნიდეს ხელისუფლების მეორე შტოს, სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ინსტიტუციურად ერთმანეთს ვაბალანსებთ და ვაწონასწორებთ და არა ის, რომ ერთი მეორეს შვილია.

არ იყო მისაღები ის ნაწილი, როდესაც საუბარი იყო იმ ადამიანების ერთ ქვაბში მოხარშვაზე, ერთ სივრცეში მოქცევაზე, ვინც ეწინააღმდეგებოდა იმ 10 კაციან სიას. არასწორის, რომ ვინც ეწინააღმდეგება ძველი სისტემის მოსამართლეების გაძლიერებას, ისინი მივიჩნიოთ ყველა მტრებად. არასწორია ეს აქცენტები. ამ საკითხში დარჩა ეს განსხვავებული მოსაზრება.

ეკა ბესელია გუშინ ოცნების მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ.

კომენტარები