გოცირიძე: გვენეტაძემ დაკარგა მორალური უფლება, იყოს სებ-ის ხელმძღვანელი

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან ფაქტობრივად პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი იშლება ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით, დაშალა ყველაფერი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის არის ფაქტობრივად ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, კობა გვენეტაძეზე. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, რომელზეც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ, ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნითა და კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჩაიშალა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები