საქართველოს პარლამენტი

ზარდიაშვილი ხოშტარიას: ბოლო 3 კვირაა, თქვენზე აგრესიული დეპუტატი პარლამენტში არ მინახავს

თქვენც ბოდიში, ქალბატონო ელენე, თქვენ გიხდით დიდ ბოდიშს, სამჯერ კიდევ ბოდიში, კიდევ ბოდიში. სხვათაშორის, გაკვირდებით და ბოლო სამი კვირაა, თქვენზე აგრესიული დეპუტატი პარლამენტში მე არ მინახავს, რა გჭირთ ქალბატონო ელენე

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მას ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ხოშტარიამ თქვა, რომ ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს "შავმაიკიანი შავრაზმელი" ეძახა. თავად ზარდიაშვილის მტკიცებით, მას ასეთი ფრაზა არ გამოუყენებია და მხოლოდ სიტყვა "შავმაიკიანი“ თქვა. ამისთვის, უმრავლესობის დეპუტატმა ბოდიში მოიხდა.

კომენტარები