საქართველოს პარლამენტი

ბოკერია "ოცნებას": გადადეთ ჩვენზე ზრუნვა გვერდზე და გაგვაშიშვლეთ ბოლომდე ღია დებატებში

მე უბრალოდ მართლა ყელამდე ვარ მადლიერებით და პატივისცემით ბატონი თალაკვაძისა და ოცნების ზრუნვისა ჩვენზე, რომ ესე ღელავთ, როცა დისკუსიაში ვართ. ვიცით, რომ გაწყობთ ჩვენთან დისკუსია ძალიან, რადგან მომგებიანად ჩანხართ, ხო ეგრეა?

ამიტომ გთავაზობთ, ქალბატონი თეა ძალიან მოწადინებული იყო, რომ ინტერაქციულ რეჟიმში ვყოფილიყავით, თუ ასე გაწყობთ, რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ ინტერაქტიული დისკუსია გვქონდეს ხოლმე, აი, როგორც ქალბატონ თეას უნდოდა, ხომ მეთანხმებით ქალბატონო თეა? მეთანხმება. ამიტომ, მე გთხოვთ, თქვენი კეთილშობილური ზრუნვა ჩვენზე გადადოთ გვერდზე და გაგვაშიშვლოთ ბოლომდე ღია დებატებში თქვენთან და თქვენს მინისტრებთან, ინტერაქტიულად

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები