საქართველოს პარლამენტი

კახიძე წულუკიანზე: გარდა იმისა, რომ სიძულვილითაა სავსე, ფუნდამენტურად უვიციცაა

ქალბატონ წულუკიანს ძალიან ტკენია ჩემი გამოსვლა. მერე ვრცლად უნთხევია ბოღმა და არაერთი ტყუილიც უთქვამს, მაგრამ ერთი მაინც განსაკუთრებულია - თურმე მე ვითხოვდი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ფულს და პოლიტიკოსია თუ არა, გაარკვიოსო...

ეს ქალბატონი, გარდა იმისა, რომ სიძულვილითაა სავსე, თან ფუნდამენტურად უვიცია. ქალბატონო თეა, იურისტი რომ არ ხართ, გასაგებია, მაგრამ 7 წელია, რაც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებთ და უკვე დროა, იცოდეთ, რომ პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, აკადემიურის გარდა. იქნებ საბაზისო დონეზე მაინც გაერკვეთ ელემენტარულ საკითხებში. 

წერს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ, 20 მარტს იუსტიციის მინისტრის მარცხები ჩამოთვალა. წულუკიანის თქმით, კახიძე ვანო მერაბიშვილის დაცვაში ფულს ითხოვდა. "ვერც ის გაიგო, პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგეში ითხოვდა ფულს ხაზინიდან" - თქვა თეა წულუკიანმა.

კომენტარები