ილია II: ზვიად გამსახურდიას ჯვარი მძიმეა, მაგრამ მან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩვენი ერისთვის

ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს; ეს არის, სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისაკენ და ადამიანისაკენ. აი, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია - პირველი პრეზიდენტი საქართველოსი, მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად

კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს საკვირაო ქადაგებაში შეეხო. ნაწყვეტს ქადაგებიდან სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები