შენგელია: პროკურატურას არ უნდა წვდომა მქონდეს საქმის მასალებთან, ამიტომ არ მრთავს საქმეში

არგუმენტი, რომ სანამ არ გამოიკვეთება ქმედება, დაზარალებულად ვერ მცნობენ, არის უსაფუძვლო. ქმედება თვითონ უნდა გამოკვეთონ. შესაბამისად, თავიანთი უმოქმდედობა ან არაეფექტური მოქმედება არგუმენტად არ გამოდგება. თუ არ გამოკვეთეს, არასდროს არ გამოიკვეთება. ყველა დოკუმენტი აქვთ ამისთვის და ძალიან ბევრი დროც ჰქონდათ, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მე არ მქონდეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება. რომ გავაკონტროლო საქმის მიმდინარეობა. რა ქმედების გამოკვეთაზეა საუბარი, როცა განათლების მინისტრი, მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში დაკითხული არ ჰყვათ 4 თვის თავზე. არ უნდათ წვდომა მქონდეს საქმის მასალებთან, ზუსტად იმიტომ, რომ არ მიდის გამოძიება სწორი გზით და ეფექტურად. არავის მიმართ ბრალი არ აქვთ წარდგენილი, არ ჰყავთ გამოკითხული მთავარი მოქმედი პირები. თუ არ ჩამრთავენ, სულ ბუნდოვანი წარმოდგენა გვექნება ამ საქმეზე და უნდა ვიმკითხაოთ ვინმე დაკითხეს , რამე გააკეთეს თუ არა. ბუნებრივია უფრო კომფორტულად იქნებიან, როცა მათ არავინ მოთხოვს კონკრეტულ ქმედებებზე რაიმე ანგარიშს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ საუბრობს.

კომენტარები