საქართველოს პარლამენტი

ბესელია ოხანაშვილზე: რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა

რამდენიმე ადამიანი, იმდენად უცბად ანერვიულდებით ხოლმე სასამართლოს რომ შეეხება საქმე, რომელიც ძალიან ანგარიშვალდებული ხართ ამ სასამართლოს წინაშე და იუსტიციის საბჭოს წინაშე, იმდენად ანგარიშვალდებული, რომ ფიანდაზად ეგებით და გავიწყდებათ, რომ უწყინარი საკითხებიც არსებობს, რომლებსაც არ ჭირდება ასე ღიად გაეფინოთ ფიანდაზად. ძალიან მარტივი საკითხია, - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება. ეს წერია კონვენციაში. მე მესმის, რომ ანრი ოხანაშვილს ეს არ ესმის, რადგან რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. პირველი, რითიც დამამახსოვრა თავი, ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არის სავალდებულო. იურისტმა რომ არ იცის, თუ რა არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, გასაგებია, რომ არ ესმის უფრო ისეთი სიღრმისეული საკითხები, როგორიცაა გასაჩივრებისა და დასაშვებობის ეტაპები. არაკომპეტენტურობასთან ერთად, ჩვენ საქმე გვაქვს ღია, დეკლარირებულ მსახურებასთან.

თქვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილზე.

კომენტარები