ქუცნაშვილი: უნდა მოვითმინო ბოკერია პარლამენტში, იმიტომ რომ ამომრჩევლებმა გადაწყვიტა ასე

მე არ მინდა ჩავერთო იმ დებატებში, რომელიც გაჟღენთილია სიძულვილით, რომელიც გაჟღენთილია არა ჩვენი ამომრჩევლის მიმხრობით ქვეყნის სასიკეთო საქმეებში შეჯიბრის სახით, არამედ ერთმანეთის გაშავებით. მე არ მინდა ჩავერთო იმ დისკუსიაში, სადაც აგრესიული ფონით გამოხატული აზრის სიმწვავით ვიწონებთ თავს და არა გამოთქმული აზრის სისწორით. მე არ მინდა ადა მარშანიას ყველა მოსაზრება გავიზიარო, მაგრამ არც ის მინდა ადა მარშანიას ოჯახი, რომლებიც პატრიოტები არიან და საქართველოს დაუდგნენ გვერდში აფხაზეთის ომის დროს დავივიწყო და წყალს გავაყოლო. მე არ მინდა და არ მომწონს კომუნისტური წარსული მაგრამ არც ნაციონალური წარსული მხიბლავს, რომელიც აქვე იყო, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა. იმიტომ რომ ის ადამიანს, მის თავისუფლებას და ღირსებას ებრძოდა. მე უნდა მოვითმინო გიგა ბოკერია ამ პარლამენტში, იმიტომ რომ ამომრჩევლებმა გადაწყვიტა რომ ბოკერია იჯდეს მარცხენა მხარეს და მე მარჯვენა მხარეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ბოკერიას ემოციური, ხშირ შემთხვევაში უზრდელობის ზღვარზე გამოთქმული ფრაზები მე მომწონს ან მოვიწონებ. შესაბამისად არ ვიცი ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რა უნდა მივიღოთ ჩვენ ამ პარლამენტში, რომ ჩემი ან ნებისმიერი სხვისი გამოსვლა ჩაჯდეს ეთიკურ საზღვრებში. მე აღარ ვიცი. ეთიკის კოდექსი მივიღეთ და ალბათ უნდა ავამოქმედოთ ეს კოდექსი, როგორც ჩვენი მომხრეების ასევე მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ეს პარლამენტი სიძულვილის ენისაგან და ძალადობისგან,რაც ასე იფრქვევა უხვად ჩვენს კედლებში.  

უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გიგა ბოკერიამ საარჩევნო უბნებზე ოცნების მხარდამჭერი კრიმინალების მობილიზებაზე და მუქარებზე ისაუბრა. ბოკერიამ ურავლესობა მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "კრიმინალურ სამყაროსთან ვალდებულებების აღებას, კრიმინალის ზრდა მოჰყვება". "ვოლსკი, კოპალიანი, მაღრაძე - კომპარტიის წევრები გყავთ, "რეჟიმზე" ვის უკითხავთ მორალს",- თქვა მან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები