მელია 20 ივნისის ახალ კადრებზე: შემთხვევით ვიპოვეთ, მინდოდა, რომ ყველას გენახათ

ჩვენც შემთხვევით ვიპოვეთ, ვაღიარებ. 18 საათიანი მასალა გადმოგვეცა, 18 საათიან მასალას რა გაშიფრავდა? გუშინწინ გადმოგვეცა. უბრალოდ, იქ იყო უამრავი ფაილი და ერთ-ერთი ფაილი გახსნა გიორგი კონდახიშვილმა, უყურა და აღმოაჩინა ეს. იცოდა ჩემსგან და რამდენიმე ადამიანისგან, რომ ვეძებდით. ეს ამბავი რომ მომხდარი იყო ვიცოდი და მინდოდა, რომ ეს კადრები გენახათ თქვენ ყველას. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია საუბრობს 20 ივნისის დარბევის კადრებზე, რომელიც გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ ეუბნებიან ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტში აპირებენ შესვლას მოლაპარაკებებზე, რა დროსაც დარბევა იწყება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები