პროპორციული საარჩევნო სისტემა

ლომია: ბევრ მაჟორიტარს თავის რეგიონებში საერთოდ არ იცნობენ, რითი ამაგრებთ თქვენს პოზიციას?

ძალიან ბევრ მაჟორიტარს თავის რეგიონებში საერთოდ არ იცნობენ (ყველაზე არ მაქვს საუბარი) და კითხვა მაქვს, რითი ამაგრებთ თქვენს ნათქვამს, გაქვთ გამოკითხვა ჩატარებული თქვენს რეგიონში და უპირობო უმრავლესობით სარგებლობთ, მხარდაჭერით სარგებლობთ, რითი აძლიერებთ თქვენს ნათქვამ სიტყვებს?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია საუბრობს პარლამენტის სესიაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ. 10 ნოემბერს კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო, რადგან ქართული ოცნების რიგი მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის მიღების წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ განხილვა 11 ნოემბერს უნდა გაგრძელებულიყო.

კომენტარები