კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მარნეულსა და ბოლნისს პროდუქტებით მოამარაგებს

დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც ადგილზე სიწყნარე უნდა უზრუნველყონ, ისევე როგორც შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროდუქტებით მომარაგება, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გამოტანა.

ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და გარწმუნებთ, რომ ხვალ დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმებიან ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ შეკრებილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჯიმზე გადადის.

კომენტარები