კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციურში 3 პაციენტია მძიმე, აქვთ ხანდაზმულობის ასაკი და დაავადებები

ჩვენს ცენტრში [რესპუბლიკური საავადმყოფო] ამ ეტაპზე 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი ასაკია და აქვთ თან არსებული დაავადებებიც. ერთის შემთხვევაში დამამძიმებელი ფაქტორი ჰიპერტრონული დაავადებაა, მეორესთან შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან - მძიმე ნევროლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით. განსაკუთრებით მძიმეა ორის პნევმონია, მესამე შედარებით ნაკლებად მძიმეა. 

ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია მიღებული არ გვაქვს, მაგრამ ძალიან განსაკუთრებით მძიმე პროგრესიც არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად გვევლინება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ იმ ადამიანებზე, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა, 40 - კი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

კომენტარები