მეუფე გრიგოლი: ტელევიზიით ვუყურებთო, თუ ხალხის დაინფიცირების საფრთხეა, წინ დადგეს მთავრობა

ცოტა უცნაურია ახლა, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომლებიც ყოველთვის ესწრებოდნენ, ჩვენ ტელევიზიით ვუყურებთო, ეტყობა ამით მაგალითი უნდათ რომ მისცენ მოსახლეობას. პრობლემა აქ არის სწორედ ნდობის დეფიციტში და ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ სადაც ხალხი იქნება, იქ უნდა იყოს მთავრობაც. თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხე არსებობს, ამ საფრთხეში წინა რიგში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამაზე. მე ასე მგონია

განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მთავარ არხთან ინტერვიუში

კომენტარები