ვაშაძე: არ მჯერა, რომ 38%-მა მხარი დაუჭიროს ძალას, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დასთხარა

ახლა, რაც შეეხება მთავარ კვლევას - ეს იქნება 31 ოქტომბერს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ უსამართლობას, იმ ტყუილებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ დამსხვრეული ოცნებების პარტიის მხრიდან, ვერ ეყოლება ამდენი მხარდამჭერი. დამერწმუნეთ, რომ დღეს არის უმძიმესი ვითარება ქვეყანაში, როცა ვამბობთ თუნდაც დღევანდელ, თქვენთან გამოსახულ რეიტინგზე - ეს არარეალური რეიტინგია, მე გეტყვით რატომ. იმიტომ, რომ შეშინებულია ხალხი. 200 ლარიან, 100 ლარიან დახმარებებს იღებენ წამლებზე ორ კაპიკს აძლევენ და ეშინიათ იმის, რომ არ დაკარგონ შემოსავალი ან დააფიქსირონ განსხვავებული მოსაზრება, შეიძლება, გამგეობის წარმომადგენელი მივიდეს მასთან და უთხრას, რომ წამლის ფასს აღარ მისცემს, ან სოციალური აგენტი მივიდეს ამ ადამიანთან და უთხრას, რომ სოციალურ დახმარებას არ მისცემს, ან ჯანდაცვის სამინისტრომ უთხრას, რომ ბიუროკრატიული პროცესის გამო 200 ლარიან დახმარებას ვეღარ მიიღებს, ან მაგალითად, სასტუმროს მეპატრონეს შეიძლება უთხრან, რომ იპოთეკურ სესხზე სასტუმროსთან დაკავშირებით სესხის სუბსიდიას ვეღარ მიიღებს...

კიდევ ერთხელ ვამბობ, კვლევები ერთია, რეალური ცხოვრება საქართველოში აბსოლუტურად სხვა არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვექნება აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები 31 ოქტომბერს. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. მე არ მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც 38%-მა, რომელიც თქვენს კვლევაში არის, მხარი დაუჭიროს იმ გაჭირვებას და სიღარიბეს რაც დღეს ქვეყანაშია. მხარი დაუჭიროს ძალას, რომელმაც არცერთი დაპირება არ შეასრულა. მხარი დაუჭიროს ძალას, რომელმაც მოატყუა აბსოლუტურად ყველა. მხარი დაუჭიროს ძალას, რომელიც არცერთ დაპირებას აღარ გასცემს ახალს იმიტომ, რომ მათ ყავლი აქვთ გასული. მხარი დაუჭიროს ძალას, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალი დასთხარეს. მხარი დაუჭიროს ძალას, რომელზეც ევროპარლამენტარები, ამერიკელები ამბობენ, რომ რუსეთისკენ შეატრიალა ქვეყანა და რუსული გავლენის სფეროა. მხარი დაუჭიროს პრემიერმინისტრად გახარიას, რომელიც რუსული წარსულის არის. ამიტომ ვამბობ, საქართველოს აქვს პერსპექტივა და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთი რამე უნდა ვთქვა, მთავარი იქნება 31 ოქტომბერს. 

გიორგი ვაშაძე 15 სექტმებერს ფორმულას ეთერში Edison Research-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მოკლე ბმული: