ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი თურნავას: ამ ქვეყანაში ადამიანები კოვიდის გარეშეც, შიმშილით იხოცებიან

მართალია, თქვენი უფროსის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილების ოჯახის მსგავსად არ ხართ იმდენად მოწყვეტილი რეალობას, რომ TIK-TOK-ის ვიდეოებით ერთობოდეთ, როდესაც დაზაფრული ქართველი ხალხი ელოდება მშიერ ზამთარს და არ იცის, თავი როგორ გადაირჩიონოს, მაგრამ არანაკლებ მოწყვეტილი ხართ ქალბატონო ნათია რეალობას და მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ჩვენ, ოპოზიციას კი არა, ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას.

მე მინდა შეგახსენოთ, ვის ესაურებით დღეს – იმ ხალხს, სადაც ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში. თავი რომ მოგაქვთ აქ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, მინდა, შეგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა. ჩემთვის ძალიან უცნაურია ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა თუ გქონდთ გასული 8 წლის მანძილზე და თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით და ამ ხელისუფლების წევრიც ხართ, ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ თურმე უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა, ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით.

როგორც ჩანს, არა მარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც. მინდა შეგახსენოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, რომლის წევრიც თქვენც იყავით, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 12%, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომლის პირობებშიც 5% იყო საუკეთესო მაჩვენებელი. რაზე გვესაუბრებით საერთოდ, როდესაც ლარის კურსი თავისუფალ ვარდნაშია და გაღატაკებულია ჩვენი ქვეყნის სრული მოსახლეობა [...]

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პოტენციურად შეიძლება კოვიდის მსხვერპლი გამხდარიყო, ამ ქვეყანაში ადამიანებს კოვიდი არ სჭირდებათ, უპატრონობით, შიმშილით და მედიცინის ნაკლებობით იხოცებიან კოვიდის გარეშეც.

ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია ტურნავას, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.

კომენტარები