კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ ვიცი, იქნება თუ არა ნოემბრის შუა რიცხვებში 3-5 ათასი დღიურად, არ გვინდა იყოს

ჩვენ მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს, სადაც შეჰყავთ მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს ვითარება. არ ემთხვევა, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს. სამივეს მიხედვით, ჩვენ ზრდა გვექნებოდა, გარკვეულად მივყვებით, მაგრამ ცოტა მეტი გვაქვს, გეტყვით პირდაპირ.

ზოგადად, მაშინ ასე იყო, რომ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში. ეს პიკი იქნება 3,4 თუ 5 ათასი ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით, მაგრამ არ გვინდა რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი, ნამდვილად. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ქვეყანაში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.

კომენტარები