საქართველოს პარლამენტი

დოლიძე ენმ-ს: ქართული ოცნება ხელისუფლებაში თქვენდამი სიძულვილის ტალღაზე მოვიდა

განსაკუთრებით ზურა ჯაფარიძის ბოლო უზრდელურ გამოსვლაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ, რომელ ტალღაზე მოვიდა ქართული ოცნება. ქართული ოცნება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის ტალღაზე, თქვენდამი სიძულვილის ტალღაზე, ძალიან ცუდია ეს, მე არ მომწონს, რომ ხალხს სძულხართ, მაგრამ რა გავაკეთოთ ახლა? გივი თარგამაძე გამოდის აქ და ბევრს ლაპარაკობს. მე რომ შენ ვიყო, გივი, ამდენს არ ვილაპარაკებდი, ცოტა სინდისი შემაწუხებდა, მაგრამ შენ სინდისი არ გაქვს. NATO-ზე ლაპარაკობს გია ბარამიძე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე მელაპარაკება უელსის სამიტის მეორე დღეს, ოქროს ბარათი მივიღეთ ჩვენ, ასეთი მხარდაჭერა არასოდეს გვქონია, თავდაცვაზე და ირაკლი ალასანიაზე რომ ლაპარაკობთ, პირი გამოირეცხეთ, გირჩევთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ ზურა ჯაფარიძის გამოსვლას, რომლის დროსაც მან ბიუჯეტის პრობლემებზე ისაუბრა, უზრდელური უწოდა, ხოლო გივი თარგამაძეს უთხრა, რომ სინდისი არ აქვს.

კომენტარები