ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

უსუფაშვილი ზუგდიდის ინციდენტზე: თუ პროვოკაციას ვეგებით, არც ჩვენი საქმეა კარგად

ამდაგვარი მოქმედებები არის დაუშვებელი ქვეყანაში. თუ ვინმე პროვოკაციას ჩადის, მას არ უნდა მივცეთ პროვოკაციის ჩადენის საშუალება, თუ პროვოკაციაზე ვეგებით, მაშინ არც ჩვენი საქმეა კარგად, თუ ვინმე პროვოკაციაზე გვაგებს ასე მარტივად. მაგრამ თავისთავად, ამ ტიპის მოვლენები უნდა იქნას აცილებული მაქსიმალურად.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შემთხვევას საქართველოს პრემიერმინისტრმა გამიზნული პროვოკაცია უწოდა. ასევე, ინციდენტი პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა შსს-მ.

კომენტარები