ენმ-დან წასვლა

ჯაფარიძე: ვეცდებით, მოვიზიდოთ თავის საქმის პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები

ვეცდებით, მოვიზიდოთ თავის საქმის პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები. ადამიანები, რომელთა ჩართვაც პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. ამ წუთში არ გვაქვს ინსტიტუციურ ფორმატში რაიმე სახის კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფთან. ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან. მიზეზებთან დაკავშირებით არანაირ დამატებით ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებთ, გარდა იმისა, რაც ტექსტშია მოცემული.

განაცხადა ენმ-ის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიიდან წასვლაზე.

კომენტარები