ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: ჩვენ ის 25 წელიწადი დავიბრუნეთ, რომელიც დავკარგეთ პირწმინდად

პირველი პრეზიდენტი, მოვახერხეთ სამოქალაქო ომის გაღვივება და საერთო ჯამში მოვკალით. რომელმა და ვინ, ამაზე გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არაა, მაგრამ როდესაც ვამბობ „ჩვენ“, იგულისხმება ჩვენი ქვეყანა. მეორე პრეზიდენტი გავაქციეთ, გავაგდეთ. მესამე პრეზიდენტმა და მთელმა გუნდმა ისწავლეს ორის მაგალითზე როგორ უნდა მოექცნენ საზოგადოებას, კარგად აითვისეს, კარგად გაითავისეს და მთელი საზოგადოება ფეხქვეშ გაიდეს, პირდაპირი მნიშვნელობით. საერთოდ წასვლას არ აპირებდა მესამე პრეზიდენტი. ასეთი იყო რეალობა და ის პრაქტიკა, რაც ჩვენ მივიღეთ იმ 25 წლის განმავლობაში და დავკარგეთ, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვათ 25 წელიწადი და ვერ ვიტყვით, რომ ცოდნა დავაგროვეთ, თუ მესამე გუნდსაც ჩავთვლით. უფრო პირიქით შეიძლება ითქვას. ჯერ ჩემი ნაბიჯი, შემდგომ ირაკლი გადაწყვეტილებით და საერთოდ, მთელი გუნდის ხელწერა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, ჩემი აზრით, ჩვენ ის 25 წელიწადი დავიბრუნეთ, რომელიც დავკარგეთ პირწმინდად და არავითარი განვითარება არ ეტყობოდა პოლიტიკურად ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. აი, სწორედ ირაკლის გადაწყვეტილებით, ირაკლის ნაბიჯით, ჩემი ნაბიჯით თავში, შემდგომ მთელი გუნდის და ირაკლის ამ ნაბიჯით, ჩვენ საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის 25 წელი დავიბრუნეთ და დაკარგულად შეიძლება აღარ ჩავთვალოთ. 

კომენტარები