ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: გუნდის წევრებს, ვინც ცდილობს პრეზინდეტი "გააპრავოს", არ გამოუვათ

მთავრობის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის, რომ აირჩიოს სადაც უნდა იქ შევიდეს. რომ ნახეს, რომ ეს კაცი არაფრად არ აგდეს, როგორც კავკასიურ ცარცის წრეში, რომ გენეტიკური დედა როგორ არ იშურებს ბავშვს, გასაგლეჯად მზად არის, ოღონდაც თავისი სურვილები აღისრულოს. აქ არის მარგველაშვილიც. როგორც კავკასიური ცარცის წრეში გენეტიკურ დედას შვილი მხოლოდ საკუთარი ახირების აღსრულების გულისთვის შეუძლია გაგლიჯოს, აქ არის ეს კაციც. როდესაც ნახეს გუნდის წევრებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფო, ძვირფასია ჩვენი ერთობა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ეს არ იქნება კარგი და იქნება დამაზიანებელი, ღარიბაშვილის გუნდმა და კვირიკაშვილიც აგრძელებს - მათთვის არის ძვირფასი ეს ბავშვი, ჩვენი ქვეყანა და მათ არ უნდათ რომ გაგლიჯონ და დაასუსტონ და დააკნინონ. იძულებულნი არიან მსგავსი განცხადებები გააკეთონ. მე მგონი კვირიკაშვილმაც ეს გააკეთა. თუმცა, კვირიკაშვილსაც შევახსენებ და სხვა გუნდის წევრებსაც, ვინც ცდილობენ, რომ ეს ძალიან გააპრავონ, არ გამოუვათ პრინციპში.

საქართველოს ყოფილი პრემიერი ეხმაურება მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით.

კომენტარები