ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

"2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი, საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში"

2016 წელი ისევ იქნება რთული და უნდა დასრულდეს. 2017 წლიდან დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში. მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი დანაპირები, გამონათქვამები, რომ ვამბობდი მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება კარგი, შემდგომი უფრო კარგი და დანარჩენი იქნება უკეთესი და უკეთესი. მხედველობაში მქონდა, რომ ძირითადი ფუნქცია რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ და ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს და ინვესტიციები შემოვიდეს, რის ხარჯზეც ევროპის წარმატებული ქვეყნებიც და ამერიკაც გაიზარდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ. და დავაფუძნეთ ძალიან სწრაფად. ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის აბსოლუტურად დაცული, კრიმინალი შემცირდა, მიუხედავად ნაციონალების კრიტიკისა, კანონები გასაგებია, დახვეწას საჭიროებს და უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესია მუდმივი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება გადაცემა 2030-ში

კომენტარები